Friday, September 9, 2011

პროექტი – საგანმანათლებლო კვირეული სკოლაში


პროექტი – საგანმანათლებლო კვირეული სკოლაში

by shorenaoni30 — last modified 2011-09-09 14:28
                                               პ რ ო ე ქ ტ ი
თემა:      სასკოლო  ასაკის  ბავშვებში  კვლევითი  უნარ–ჩვევების  გაძლიერება
              გარემოსდაცვითი, რთული  და  კომპლექსური  საკითხების  გადაჭრის
              გზაზე.
პრობლემა :
        ბავშვებში  საზოგადოებრივ–საბუნებისმეტყველო  საგნებში  პრაქტიკული  და
     კვლევითი  უნარ–ჩვევების  ნაკლებობა.
პრობლემის  აღწერა:
     დედამიწა  დგას  გლობალური  დათბობის  პრობლემის  წინაშე,  რაც   პარალე–
     ლურად  იწვევს:   ა.  მყინვარების  დნობას  და  მსოფლიო   ოკეანის  დონის აწევას
                                         ბ.  წყალდიდობას  და  წყალმოვარდნას
                                         გ.  მეწყრული  და  ღვარცოფული  ზონების გააქტიურებას
                                        დ. სასმელი წყლის დეფიციტს [წყაროების გაქრობას]
                                         ე.  მოუსავლიანობას, გვალვებს,  სოციალური  ფონის
                                             დამძიმებას  და  სხვ. 
                                                                        
     ამ  პრობლემათა  ჩამონათვალში  ბევრი  რეალურ   საფრთხეს   წარმოადგენს     ჩვენი                            რაიონისთვის.  ბოლო  პერიოდში  განსაკუთრებით  გაძლიერდა  სეისმური აქტივობა,         უკანასკნელი  10  წლის  მანძილზე  მოხდა  3  დამანგრეველი მიწისძვრა,   ათეულობით    სერიოზული    მიწისძვრისშემდგომი  რყევა, რაც   მატერიალური   ზარალის   გარდა ,  მოსახლეობაში    და    განსაკუთრებით   ბავშვებში   იწვევს  ფსიქოლოგიურ   სტრესს.
     გარდა  ამისა,  შეინიშნება  მეწყრული  ზონების  გააქტიურება   როგორც  ზოგადად რაიონის  ტერიტორიაზე,  ისე   სკოლის   სიახლოვეს   [ არსებობს  აქტიური  მეწყერი  რომლის   ჩამოშლის   შემთხვევაში  შეიძლება   მოხდეს   მდ. რიონის   დაგუბება   და   სკოლის  ტერიტორიის  დატბორვა]        
     მყინვართა    დნობა    შეინიშნება   მდ. რიონის   სათავეშიც,   რაც  განსაკუთრებით გაზაფხულზე  იწვევს  მდინარის  ადიდებას  და  წყალდიდობას.              
    აღნიშნული  პრობლემების  მიზეზებისა  და   მათგან  თავდაცვის  საშუალებების  შესახებ    ონის  რაიონის   ბავშვებს   არ   გააჩნიათ  საკმარისი    ცოდნა,  გარდა   იმ მწირი  ინფორმაციისა,  რაც    გათვალისწინებულია    საზოგადოებრივ– საბუნებისმეტყველო    საგნების  პროგრამული  მასალით,  არ   აქვთ   ელემენტარული  ცოდნა  და    უნარ–ჩვევები   თუ,   როგორ    მოიქცნენ     კატასტროფის    დროს   როგორ   შეამცირონ   გაუმართლებელი რისკები.
მიზანი;  
Ø  ჩვენი  მიზანია,   მეტი   ინფორმაცია  მივაწოდოთ     მოსწავლეებს    აღნიშნული        პრობლემების   შესახებ   და  დავგეგმოთ  ღონისძიებები  ისტ  ტექნოლოგიების  დახმარებით,  რაც   დაეხმარება    მათ  პრობლემის  გამომწვევი  მიზეზების  კვლევაში.
     განვავითაროთ  მიდგომები  კომპლექსური  პრობლემების  მიმართ  და  რთული  ამოცანების    გადასაჭრელად  საჭირო  კვლევითი  უნარ–ჩვევები.
     შევასწავლოთ   ბავშვებს  ის     აუცილებელი   წესები   და   ნორმები,   რომელთა          ცოდნა    აუცილებელია,    რათა    თავი    გაართვან     მოულოდნელ   და   საშიშ    მდგომარეობას. 

     
         ამოცანები


 განხორციელების  გზები
  
        
             შედეგი
 სკოლის  ბაზაზე  კაბინეტის  გამოყოფა  და
უკვე  არსებული  თვალსაჩინოებების გადახალისება

გამოვყოფთ  კაბინეტს  და
გავაახლებთ  ძველ
ლაბორატორიას
 . მოწყობილი  ოთახი

 . ახალი  თვალსაჩინოება
 სასწავლო–მეთოდოლოგიური  მასალის  მოძიება

ინტერნეტიდან  და  სხვა  წყაროებიდან  მოძიებული  მასალების  საშუალებით   ბუკლეტის  სამუშაო  ვარიანტის  შექმნა.  პარტნიორებთან  და  კონსულტანტებთან  შეხვედრა ბუკლეტის  საბოლოო  ვარიანტის  შემუშავება  .  გამოიცემა  100  ცალი     ბუკლეტი თემაზე:
   ,,ეს  ყველამ უნდა იცოდეს“

 ვიდეოთეკის  და
ბიბლიოთეკის გამდიდრება


. ინტერნეტში  არსებული
საინტერესო  მასალების
მოძიება
.პარტნიორების დახმარება   

 . გამდიდრებული  ვიდეო   თეკა  და  ბიბლიოთეკა
  [კლიმატის  ცვლილების   შესახებ]

დირექციასთან  შეხვედრა 

საგანმანათლებლო  კვირეულის  დაგეგმვა  სკოლაში




 საინტერესო  კვირეული

 კვირეულის  მოწყობა 
სკოლაში










ორშაბათი:

 ინტეგრირებული
 გაკვეთილების  ჩატარება



სამშაბათი:

ლექცია  თემაზე:
როგორ  მოვიქცეთ კატასტროფის  დროს  და
კატასტროფის  შემდეგ
[მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა] 


ოთხშაბათი:

შეხვედრა  დამრიგებლებთან
[სადამრიგებლო  საათის
შემოღება  აღნიშნულ
თემასთან  დაკავშირებით]

ხუთშაბათი: 
შეხვედრა  მშობლებთან



ორი  კვირით  ადრე  შეხვედრა
საზოგადოებრივ  და
საბუნებისმეტყველო
კათედრის  წევრებთან
და  ჩასატარებელი
გაკვეთილების  გრაფიკის
შედგენა 


. ლექციისათვის  სჭირო
სლაიდ–შოუს  გაკეთება,
თვალსაჩინოებების
დამზადება, ეკრანის,
პროექტორის, კომპიუტერის
გამზადება,  დარბაზის
მოწყობა 


დამრიგებლების  გაფრთხილება  და  შეხვედრის
ორგანიზება








მშობელთა  კრების  მოწყობა




 . 3  ჩატარებული
   ინტეგრირებული
   გაკვეთილი
   [ VII-X –კლ] 





.საინტერესო  და  შედეგიანი  ლექცია
 . ბავშვების  ცნობიერების       ამაღლება
 .ბუკლეტების  დარიგება 



სადამრიგებლო  საათი
თვეში  ერთჯერ,  მთელი
წლის  მანძილზე


















მშობლების  დაინტერესება და  ჩართვა  ამ  პროცესში  ხელს  შეუწყობს  სკოლასა  და  ოჯახს  შორის  უფრო  მჭიდრო  თანამშრომლობის  ჩამოყალიბებას  ისეთ  მნიშვნელოვან  საქმეში,  როგორიცაა  ბავშვების   უსაფრთხოება



პარასკევი:

ლაშქრობა  უწერის  ეკო-
კლუბის  მიერ  გაკვალულ
მარშრუტზე



ლაშქრობისთვის  საჭირო  რესურსის  მოძიება







ონისა  და  უწერის  საჯარო  სკოლის  მოსწავლეთა
დაახლოება
 [გაცნობა, აზრების  გაზიარება, სამომავლო  გეგმების  დასახვა]





შემაჯამებელი  ღონისძიების
 მოწყობა

პროექტის  მიმდინარეობის
პროცესის  ამსახველი  ვიდეო
და  ფოტო  მასალის  ჩვენება,
სახალისო  აქტივობები,
თამაშები,ვიქტორინა,ბავშვების
მიერ  შექმნილი  ნახატების და
ჩანახატების  გამოფენის
მოწყობა  და  სხვ.

. მოვიწვევთ  სტუმრებს:
 რაიონის მუნოციპალიტეტი
 უწერის  ეკო–კლუბის  წევრები
 რესურს ცენტრი  და  სხვ.


 . ამაღლდება  ბავშვების  და
    საზოგადოების.
   ცნობიერება  გარემოს
   დაცვის  კუთხით.

 .  გადამზადებული
    ბავშვები [200  ბავშვი]


. ჩვენი  საქმიანობით
რიონის  ზემო  წელში
არსებული  სკოლების
დაინტერესება  გამოცდილების  გაზიარების  მიზნით  
. პროექტის  პოპულარიზაცია–
პროპაგანდა

.პარტნიორების დახმარება
[ონის მუნიციპალიტეტი
საგანმანათლებლო
რესურს–ცენტრი]




. ინფორმაციის  განთავსება
რაიონის  გაზეთში, სოციალურ  ქსელზე,  სკოლის  ვებ–გვერდზე




. დაინტერესების
შემთხვევაში  განათლებისა  და
მეცნიერების  სამინისტროს, გარემოს
დაცვის  სამინისტროს
წარმომადგენლის  და  ტელევიზიის  მოწვევა
შემაჯამებელ  ღონისძიებაზე









 ჩვენი  საქმიანობის
შესახებ  გაიგებს რიონის
ზემო  წელში მცხოვრები
საზოგადოება, განათლებისა
და  გარემოს  დაცვის სამინისტროები,  მოხდება
რაჭის  რეგიონში  არსებული  სკოლების  დაინტერესება,  რაც  სამომავლოდ
საშუალებას  მოგვცემს,  უკვე  მათთან  ერთად  დავგეგმოთ  და  განვახორციელოთ ახალი  პროექტები.

მონიტორინგი  და  შეფასება:  

  • თანამედროვე  კვლევითი  მოწყობილობებით  აღჭურვილი  ოთახი 
  • აწყობილი  და  გამართული  ლაბორატორია 
  •   კარგად   ორგანიზებული  და  ჩატარებული  შეხვედრები [ ფოტო  მასალა] 
  • დამზადებული  ბუკლეტები [100 ცალი]  
  • საბუღალტრო  დოკუმენტაცია  
  • ჩატარებული ინტეგრირებული  გაკვეთილები  [3  გაკვეთილი]  და  საინტერესო   კვირეული  
  • მოწყობილი  ლაშქრობა  
  • ჩატარებული  შემაჯამებელი  ღონისძიება–გამოფენა  
  • გადამზადებული  ბავშვები  [200 ბავშვი]  
  • გამოქვეყნებული  ინფორმაცია  რეგიონის  და  რაიონის  გაზეთში  
  • ამაღლებული  საზოგადოებრივი  ცნობიერება  გარემოსდაცვით  საკითხებთან  მიმართებაში.     
 P. S
  კატასტროფის  დროს  საზოგადოების  ყველაზე  ნაკლებად  დაცული  კონტიგენტია  ბავშვები,   რადგანაც     მათ   ხშირად   არ   მიუწვდებათ   ხელი   ინფორმაციაზე  და     შესაბამისად,   არ     გააჩნიათ  ის   სათანადო  ცოდნა   უნარ–ჩვევები,    რომლებიც  მისცემდა  მათ  რთულ  სიტუაციაში  თავის  დაცვის  და  სწორი  გადაწყვეტილების  მიღების  შესაძლებლობას.    ჩვენი  პროექტი  სხვა  არაფერია  თუ  არა  პრევენცია  და  ცნობიერების  ამაღლება  ამ  კუთხით.    პრევენცია    პირველ    რიგში,     იწყება     ინფორმაციის   მიღებით.    ცნობიერების  ამაღლება    კი    პოზიტიური    ქმედებისაკენ    გადადგმული    პირველი  ნაბიჯია. ვინაიდან  სკოლები  წარმოადგენენ  ღირებულებათა  ჩამოყალიბების  მნიშვნელოვან  ადგილს,   ამდენად   მიგვაჩნია,   რომ    ჩვენს    ანუ    მოსწავლეებსა  და  მასწავლებლებს    შეგვიძლია     მნიშვნელოვანი    როლი    ვითამაშოთ     პრევენციის  კულტურის    დამკვიდრებაში,    გარდა     ამისა    ვთვლით,   რომ    ჩვენი   პროექტი  ნამდვილად  სიცოცხლისუნარიანია  და  ამ  კუთხით  გასაკეთებელი  ძალიან  ბევრია.

შორენა გაგნიძეპროექტიგეოგრაფია